воскресенье, 9 июня 2019 г.

         მე-9 დღის რეფლექსია
  • დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსი;
  • გადავხედეთ პორტფოლიოს  და დავასრულეთ
  • ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ  ჩვენი პროექტის პროტფოლი;
  • მოვამზადეთ გამოკითხვის ფორმა  და ჩავაშენეთ ბლოგში 
  • გავეცანით ინტელის მასალებს რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესში.
  • გავეცანით რჩევებს ჩვენი პორტფოლიოს და მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისთვის: მცირე ჯგუფებში, როტაციის პრინციპი, ვირტუალური დემონსტრირება, დაწყვილდი-გაუზიარე 
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო ისე არა საგაკვეთილო პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

გამოკითხვის ფორმა


суббота, 8 июня 2019 г.

        მე-8 დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა შაბათ-კვირას გავლილი მასალა, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს.
მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ.
სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეები:

  • ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური
  • მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება
  • მრავალმხრივი ინტელექტი

  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
  • მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს.
  • განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.
მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს.
განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.

გამოკითხვა პროექტის შესახებ


Made with Padlet

воскресенье, 2 июня 2019 г.

                                           მე-7 დღის რეფლექსია

   ტრენინგი დაიწყო წინა დღის განვლილი მასალის გამეორებით. ვიუვერში დავათვალიერეთ მოსწავლის სავარუდო ნაშრომები. გადავწყვიტე, რომ ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე პორთფოლიოს საქაღალდეში სახელწოდებით ''მოსწავლის ნიმუში''. გავეცანით  შეფასემის სქემას რუბრიკას,რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას.
შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული.
გავეცანით თითოეულ მათგანს დეტალურად.ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ''სწავლის სხვა და სხვა სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი''. ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.


                                           მე- 6 დღის რეფლექსია

         გავეცანით კიდევ ერთხელ 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას -''რომელი უნარების განვითარებას  უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი''.
        ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე.
        გავეცანით ბევრ მასალას უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე.
        ტრენერი გვესაუბრა უკუკავშირის მიცემის სახეებზე.
        გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს.
        კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი.
       ყურადღება გავამახვილეთ კიდევ ერთხელ იმ საკითხზე რომ უკუკავშირის დროს ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომელიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე.
         გავეცანით საძიებო საიტებს.

         მე-9 დღის რეფლექსია დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსი; გადავხედეთ პორტფოლიოს  და დავასრულეთ ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზია...