суббота, 18 мая 2019 г.

                                      ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

             პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩქვენ შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
       მოუთმენლად  ველოდი  ინტელის  ტრენინგს,  რადგან  კარგად  ვიცოდი  პროექტები   შესაძლებლობას  იძლევა  მოსწავლეებს  განუვითაროს  მაღალი  სააზროვნო  უნარები  და  გაზარდოს  მათი  ჩართულობა  სასწავლო  პროცესში.
     
       ტრენერი  გახლდათ    შესანიშნავი  პიროვნება  ნინო კოკილაშვილი.
    შესავალში  ტრენერი  გვესაუბრა  პროექტებით სწავლების  მნიშვნელობაზე,  გაგვაცნო  ინტელის  კურსის  მიზნები  და   ამოცანები და,   რაც   მთავარია,  დაგვაფიქრა  როგორ  უწყობს  ხელს   ტექნოლოგიების  ეფექტური   გამოყენება  სწავლების  პროცესს    და  მოსწავლეთა   სწავლის  შეფასებას.
     ტრენერმა  ასევე  აგვიხსნა  რომ  პროექტის   მსვლელობისას  მასალების  ორგანიზების  მიზნით  საჭიროა  პორტფოლიოს   ელექტრონული   საქაღალდის   შექმნა.  ტრენერის  ინსტრუქციის   მიხედვით  შევქმენით  პორტფოლიოს   საქაღალდე,  რომელშიდაც  განვათავსეთ ქვესაქაღალდეები  შემდეგი   თანმიმდევრობის  მიხედვით:  1) სახელი  და   გვარი,  2)კურსის   რესურსები,  3)მოსწავლის  ნიმუში, 4)სასწავლო  პროექტის  გეგმა,5)  სასწავლო  პროექტის   დამხმარე,  6) სურათები,  აუდიო,  ვიდეო    7)  საავტორო  უფლებები,  8) შეფასებები.  პორტფოლიოს  ჩეკლისტი   და   პროექტის  მახასიატებლის  ჩეკლისტი  მოვათავსეთ  პროექტის  გეგმაში, ასევე  პროექტის  გეგმის  შაბლონიც, ხოლო პორტფოლიოს  რუბრიკა  რესურსებში.
      სამუშაო   რთული   არ   იყო  და  ყველამ  კარგად   გავართვით  თავი.  დასასრულს  ტრენერმა   გვთხოვა  შეგვეჯამებინა   დღევანდელი  დღე,  რა  თქმა   უნდა , მუშაობა  იყო  საინტერესო,  მიზანმიმართული  და  დატვირთული,იყო  სიახლეებიც,  რაც  აქამდე  ჩემთვის  უცნობი  იყო, ვფიქრობ  მომავალში პროექტზე  მუშაობისას  ძალიან  გამომადგება,  დავალებად  მოგვეცა    თემის  შერჩევა  პროექტისათვის,  ამით  დასრულდა პირველი  დღე.   .

Комментариев нет:

Отправить комментарий

         მე-9 დღის რეფლექსია დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსი; გადავხედეთ პორტფოლიოს  და დავასრულეთ ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზია...